ჟურნალისტის პატიმრობის გამო, პოლონეთმა სანქციები დაუწესა 365 ბელარუსს
პოლონეთი მნიშვნელოვან თავშესაფარს წარმოადგენს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპონენტებისთვის.
26 მაისს ბელარუსის სასამართლომ ძალაში დატოვა უწინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ ანჯეი პაჩობუტისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთაზე.
პაჩობუტი დააპატიმრეს ბელარუსის ეროვნული უშიშროების დამაზიანებელი ქმედებების, ნაციზმის რეაბილიტაციის და ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებებით. პოლონეთი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები უსამართლოა და პოლიტიკურად მოტივირებული.
