რას ამბობს თქვენი საყვარელი ფერი თქვენს ხასიათზე
მწვანე ფერი ბუნებასთან, ბალანსთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ადამიანები, რომლებიც მწვანე ფერს ირჩევენ, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, პროდუქტიულობით და პერფექციონიზმით გამოირჩევიან.
იასამნისფერი უძველესი დროიდან სამეფო დიდებულებასთან და ძალაუფლებასთან ასოცირდებოდა. ადამიანებს, რომლებსაც იასამნისფერი უყვართ, არ ეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის, წარმოსახვის დიდი უნარი აქვთ და არტისტულები არიან.
ვარდისფერი რომანტიკული და ჰარმონიული ფერია. თუ ვარდისფერი თქვენი ფავორიტია, პოზიტიური, გულთბილი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ადამიანი ხართ.
ძლიერი, მღელვარე, მომთხოვნი, მომნუსხველია ადამიანი, რომელიც წითელ ფერს ატარებს. ეს ფერი აგრეთვე თავდაჯერებულობასთან და ამბიციურობასთან ასოცირდება. როგორც კვლევები ამბობენ, წითელი ფერი ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის.
ყვითელი ძალიან მეგობრული და სოციალური ფერია. ადამიანი, რომელსაც ყვითელი ფერი უყვარს, სიბრძნით, ინტელექტით, შინაგანი ჰარმონიით გამოირჩევა.
წყარო: Best Life
ფოტო: Istock
