Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

0
საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს.


ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.



ლევან პეტრიაშვილმა ოჯახთან დაკავშირება ცხინვალის ციხიდან შეძლო და ნათესავებს აცნობა, რომ პატიმრობა შეუფარდეს. ოჯახის ახლობელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პეტრიაშვილმა ცოტაოდენი ფული და ტანსაცმელი მოითხოვა. „ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ვიდეოზარით დარეკა, გაპარსული იყო და ნორმალურად გამოიყურებოდა, მისგან გავიგეთ, რომ არჩილ ბასანიძესაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც გვითხრა, „საზღვრის დარღვევის" ბრალდება წაუყენეს. ოფიციალურად დედამისისთვის ჯერ არავის უცნობებია. ხვალიდან წითელ ჯვარს მივმართავთ დასახმარებლად.“ - გვითხრა პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა.



საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.



„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



სუს-ი აცხადებს: „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". 



ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net