Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ნათელა ურუშაძე: მაშინ იმ ერთ დიდ დარბაზში იყო ყველაფერი: კანცელარია, ბუღალტერია, სასწავლო ნაწილი და აკაკი ხორავას კაბინეტიც

0
“მე და ლილი ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, მეორე მსოფლიო ომის დრო იყო. გარეთ ციოდა, თეატრში – არა. ქუჩაში ბნელოდა, თეატრში – არა. ფანჯრებზე შავი ქაღალდები იყო აკრული, შენიღბვას რომ ვეძახდით. იყო საერთო გაჭირვება, პურის ტალონები…
ჩვენ, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები, „ვიცავდით“ ინსტიტუტის შენობას. ორ-ორი სტუდენტი მორიგეობდა. მე და ლილი წყვილში ვიყავით, ჩვენი სამორიგეო ადგილი იყო იქ, სადაც ახლა რუსთაველის თეატრის მუზეუმია. მაშინ იმ ერთ დიდ დარბაზში იყო ყველაფერი: კანცელარია, ბუღალტერია, სასწავლო ნაწილი და აკაკი ხორავას კაბინეტიც – ერთი კუთხე იყო, შუშაბანდით შემოღობილი და იქ იჯდა ხორავა, როგორც ლომი ვოლიერში. ჩვენც იქ ვიყავით სადარაჯოზე. როცა დაზვერვა შეატყობინებდა გერმანიას, მე და ლილი რომ ვიცავდით შენობას, განა რამეს გაბედავდა ჰიტლერი?“ მით უფრო, რომ დამხმარე ძალა მოდიოდა გვიან საღამოს – ვალიკო კვაჭაძე, რომელიც რადიოში მუშაობდა მაშინ და შოთა ქარუხნიშვილი, ეს უკეთილშობილესი ადამიანი და კურსზე ჩვენი ყველას პატრონი. მამამისი მუშაობდა ისეთ ადგილას, საიდანაც შეეძლო ჩვენთვის თეთრი პური გამოეგზავნა და შოთაც გამოგვეცხადებოდა ხოლმე თეთრი პურით ხელში. ასე ვიცავდით ინსტიტუტის შენობას.
რა თქმა უნდა, სულ ვლაპარაკობდით, რაღაცაზე ვკამათობდით და ვწყვეტდით დიდ პრობლემებს. სხვათა შორის, ერთი მორიგეობისას გორკის პიესაც ვთარგმნეთ. ასე დაგვათენდებოდა და პირდაპირ ავდიოდით ინსტიტუტში, სადაც გველოდნენ ჩვენი შესანიშნავი პედაგოგები: გიორგი ტოვსტონოგოვი და დიმიტრი ალექსიძე მსახიობის ოსტატობას გვიკითხავდნენ, რევაზ ნათაძე ფსიქოლოგიას, სახვითი ხელოვნების ისტორიას ვახტანგ ბერიძე, გრიგოლ კიკნაძე – ქართული ლიტერატურის ისტორიას, ჯანო ბაგრატიონი – ცეკვას, ქართულ ენას – არნოლდ ჩიქობავა და ვანო გიგინეიშვილი. ეს დიდი ბედნიერება იყო.
დამთავრდებოდა თუ არა გაკვეთილები, სასადილოში მივიჩქაროდით, სადაც სულ ერთი და იგივე მენიუ იყო – ჰერკულესი! მებუფეტე, დეიდა ნატო მის დასახელებას ვერ იმახსოვრებდა და რომ ვეკითხებოდით, დღეს რა გვაქვსო, გვპასუხობდა – ტუბერკულოზი, გენაცვალე, ტუბერკულოზი. ამ ტუბერკულოზით გამოკვებილები კი უკვე რუსთაველის თეატრში, სპექტაკლზე ჩავდიოდით,” – პროფესორ ნათელა ურუშაძის მოგონებას აქვეყნებს ფეისბუქგვერდი “ნათელა ურუშაძე”. 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net