თურქეთის სარჩევნო უწყებამ დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოანის გამარჯვება
ბიულეტენების 99,43 %-ის დათვლის შედეგად ერდოღანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.86% მოაგროვა, განაცხადა იენერმა. მისი თქმით, კანდიდატებს შორის ორი მილიონი ხმის განსხვავებაა და დარჩენილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ საბოლოო შედეგი ვეღარ შეიცვლება.
არჩევნების პირველი ტური გაიმართა 14 მაისს. გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ერდოანს მაშინ ამომრჩეველთა 49,5% მიემხრო, ქილიჩდაროღლუს - 45%.
