“გაოცებული ვუყურებდი ამ ფაქტს და იმ მომენტში მივხვდი, თუ რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები პლანეტის ზესახელმწიფო”
0
“პროდუქტის მაღაზიაში ვარ ნიუ იორკში, ავიღე ყველაფერი და გადასახდელად რიგში ჩავდექი.
რიგში ჩემს წინ, რამოდენიმე ადამიანის მოშორებით, ამერიკელი სამხედრო დგას , ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი.
ამერიკელმა სამხედრომ , თავისი პროდუქტი დაალაგა გამყიდვლის დახლზე , დაუანგარიშეს თანხა და რატომღაც მისმა საკრედიტო ბარათმა არ გაიარა და დაიბლოკა.
რაღას იზავდა ამერიკელი ჯარისკაცი, გადაწყვიტა პროდუქტი დახლზევე დაეტოვებინა და წასულიყო, რადგან მისმა კრედიტ ბარათმა არ გაიარა.
ამ დროს რიგში მდგომი , ამერიკელი ქალბატონი გამყიდველს ეუბნება: ჩვენ ამერიკელებს მშვიდად რომ გვძინავს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები უსაფრთხოდ რომ გადაადგილდებიან, სწორედ ამ ჯარისკაცის და მისი კოლეგები დამსახურებაა, ამიტომ ნება მიბოძეთ რომ მე გადავიხადო ამ ჯარისკაცის პროდუქტის გადასახდელი ფული.
რიგში მდგომთაგან , ყველამ ჯიბისკენ წაიღო ხელი და ყველა მათგანი შეეცადა თავად გადაეხადათ ფული ჯარისკაცისთვის.
ამ დროს მაღაზიის მენეჯერიც მოვიდა , რომელმაც ჯარისკაცს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
ბოდიშს ამ ყველაფრისთვის, მადლობას გიხდით ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის და იმ თითოეული წუთისთვის, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების დაცვისთვის ხარჯავთ.
მნიშვნელობა არ აქვს თქვენმა საკრედიტო ბარათმა გაიარა თუ არა, თქვენ შეგიძლიათ პრუდუქტი წაიღოთ და ამ ყველაფრის ხარჯს მაღაზია დაფარავს.
გაოცებული ვუყურებდი ამ ფაქტს და იმ მომენტში მივხვდი, თუ რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები პლანეტის ზესახელმწიფო ,” – წერს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელში.
