Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

რუსეთში გამოვიდა სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც ერთი თავი უკრაინაში ომს ეძღვნება

0
გამომცემლობა "სოტა"-მ გამოაქვეყნა რუსეთის ისტორიის ახალი, მე-10-11 კლასებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თავები, რომლებიც ეძღვნება რუსეთის უკრაინაში შეჭრას და იმ მოვლენებს, რომელიც ამას უსწრებდა წინ.


"სოტას" ხელთ აქვს რუსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო მე-10-11 კლასებისთვის. ამ სახელმძღვანელოთი ისწავლიან მომავალი წლიდან. სასწავლო მასალა არ შეიცავს წყაროებზე მითითებებს და მისი დიდი ნაწილი ეთმობა უკრაინაში ომს და რუსეთის დაპირისპირებას "კოლექტიურ დასავლეთთან".


ამას გარდა, ერთ-ერთი პარაგრაფის ბოლოს ჩამოწერილია ლოზუნგები, რომლითაც ხელისუფლება მხარს უჭერს ომს: "ჩვენი საქმე მართალია! მტერი განადგურებული იქნება! ჩვენ გავიმარჯვებთ!"


სახელმძღვანელო იმეორებს რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის ბევრ იმ დებულებას, რომელიც უკრაინაში ომთანაა დაკავშირებული. მწვავედ გაკრიტიკებულია, კერძოდ, აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები, რომლებიც თითქოსდა უკრაინას იყენებენ როგორც "დამრტყმელ მუშტს", რომელიც "რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული".


2022 წლის იანვარში, როგორც სახელმძღვანელო ამტკიცებს, მოსკოვში თითქოსდა ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, დასავლეთის მხარდაჭერით, ემზადებოდა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის დონბასისა და ყირიმის დასაპყრობად" მარტში. ამის არანაირი მტკიცებულება მოყვანილი არ არის (ისინი არც რუსეთის ხელისუფლებას მოუყვანია). ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ანუ 24 თებერვალს დაწყებული შეჭრა რუსეთის მიერ, წოდებულია როგორც "პრევენციული ზომა". ოპერაციის დასაწყისში, როგორც ნათქვამია, "გამოჩნდა ჩვენი შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უპირატესობა ჰაერში და ზღვაში, ხოლო ძალების თანაფარდობა ბრძოლის ველზე "განუხრელად შეიცვალა ჩვენი შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ".


ამასთან, კონკრეტული ოპერაციების, მათ შორის, რუსეთის ჯარების მიერ იზიუმისა და ხერსონის დატოვების შესახებ, სახელმძღვანელო არაფერს ამბობს.


სამაგიეროდ, გვერდზე მეტი ეთმობა დასავლეთის სანქციებს, რომლებმაც, როგორც ამტკიცებენ, მხოლოდ გააძლიერა რუსეთი, რომლის ხალხი "შეიკრა თავისი შეიარაღებული ძალებისა" და ვლადიმირ პუტინის "მხარდასაჭერად".


სახელმძღვანელოს ავტორები არიან - სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიაჩესლავ ნიკონოვი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი დევიატოვი.


უფრო ადრე კიდევ ერთი სახელმძღვანელო იყო წარმოდგენილი, რომელშიც თავი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შესახებ დაახლოებით იმავე სულისკვეთებისა იყო.


 


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net