Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარე რუბლიოვის "სამების" ხატის გამო დაითხოვეს

0
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, კირილემ თანამდებობიდან გაათავისუფლა და ღვთისმსახურება აუკრძალა ლეონიდ კალინინს, სასულიერო პირს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო ხელოვნებისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.


ანდრეი რუბლიოვის "სამების" ხატის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გადატანისასა კალინინს "დაბრკოლების" შექმნა ბრალდება. კალინინმა განაცხადა, რომ მან "როგორც ჩანს, რაღაც შეცდომა დაუშვა". „ჩემი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ გააზრებული იყო. ამიტომ, მშვიდად ვიღებ ამას და ვთხოვ ლოცვას ყველას, ვინც ვუყვარვარ და მიცნობს. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო, რაც შემიძლია. შეიძლება ვცდები, როგორც ჩანს, რაღაც შეცდომა დავუშვი“, - განაცხადა კალინინმა.


მაისის შუა რიცხვებში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაამთავარმა, პატრიარქმა კირილემ, მიმართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით, შეეთანხმებინა ტაძარში ხატის გადატანა 4 ივნისს, „სამების“ დღის აღსანიშნავად.


კრემლმა, საპასუხოდ, ეკლესიას ნება დართო ხატი გადაეტანა სამების ტაძარში, წმინდა სერგის ლავრაში.


ტრეტიაკოვის გალერეაში, სადაც ხატია დაცული, 23 მაისს გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მისი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიისთვის გადაცემის შესაძლებლობა. ექსპერტების დასკვნით, ხატი არ გაიტანონ ტრეტიაკოვის გალერეის გარეთ სამების დღესასწაულზე რთული და არასტაბილური მდგომარეობის გამო.


ცნობით, ამ შეხვედრას კალინინი ესწრებოდა.


მან მოგვიანებით განმარტა, რომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის ტრანსპორტირებისა და განთავსების მომზადებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს. მაგალითად, არ იყო მომზადებული სპეციალური დამცველი გარსი და ამ დროს, ტაძარში კონდიციონერებია დამონტაჟებული. კალინინი ასევე ამტკიცებდა, რომ ეს საკითხები შეიძლება გადაწყდეს ეკლესიისა და სამუზეუმო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით.


26 მაისს კრემლმა გამოაცხადა, რომ ტრეტიაკოვის გალერეიდან „სამების“ გატანის სქემა დამტკიცდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, ხატი 4 ივნისს ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამოიფინება და იქ ორი კვირა დარჩება, რის შემდეგაც დაიწყება მისი რესტავრაცია და კონსერვაცია. გადავა.


2022 წლის ივლისში ტრეტიაკოვის გალერეამ ხატი რამდენიმე დღით გადასცა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, საეკლესიო დღესასწაულის პერიოდში. სამუზეუმო საზოგადოებამ კატეგორიული პროტესტი გამოხატა და ითქვა, რომ ნამუშევრის დაბრუნებისას 60-ზე მეტი დაზიანება დაფიქსირდა.


გამოჩენილმა რუსმა ხატმწერმა, ანდრეი რუბლევმა მე-15 საუკუნეში შექმნა „სამება“. ხატი მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება.


1929 წლამდე ხატი სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა სერგის ლავრაში იმყოფებოდა, შემდეგ კი ტრეტიაკოვის გალერეას გადაეცა.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net