Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

კობახიძე: პუტინი როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა… ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს

0

„ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფრენებთან დაკავშირებით თავის განცხადებებში სავარაუდოდ, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ხელისუფლებას არ გაუპროტესტებია.

„რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა იმ ადამიანების მხრიდან პროტესტი, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. ჩვენი მხრიდან პროტესტი არ იყო გამოხატული. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ . ჩვენ გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როცა ხელისუფლებაში იყო, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. ალბათ, მათ გულისხმობდა იმიტომ,რომ ჩვენ არ გაგვიპროტესტებია. მან თქვა, რომ გაუკვირდა მათი მხრიდან პროტესტი, ვინც ამას ითხოვდა, გააპროტესტა „ნაცმოძრაობამ“. თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსებს დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა. რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სააკაშვილმა ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოლაპარაკებები, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, პუტინს ხელისუფლებასთან. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 20%-ის ჩაბარება. „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული ქმედება“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო. პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net