Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

რუსეთის ელჩი ბრიტანეთში: "მოსკოვს ჯერ არ დაუწყია სერიოზული მოქმედება"

0
"უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდებამ შესაძლოა ომის ესკალაცია აქამდე არნახულ დონემდე მიიყვანოს", -  ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, მის ქვეყანას აქვს "უზარმაზარი რესურსები", თუმცა რუსეთი ჯერ არ გადასულა "ძალიან სერიოზულ ქმედებებზე".


ეს განცხადება გაკეთდა იმის მიუხედავად, რომ საომარი მოქმედებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და რუსეთის სამხედრო დანაშაულის არაერთი მტკიცებულება არსებობს. BBC-ის ჟურნალისტ ლორა კუნსბერგთან ინტერვიუში რუსეთის საქციელზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, კელინმა მიანიშნა, რომ კითხვა მას შეურაცხყოფდა. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ომი შესაძლოა „ახალ განზომილებაში“ გადავიდეს.


რუსი დიპლომატი ინტერვიუს მსვლელობისას  ამტკიცებდა, რომ მოსკოვს "ჯერ არ დაუწყია სერიოზული მოქმედება". მისი თქმით,  "რუსეთი 16-ჯერ აღემატება უკრაინას და მას აქვს  უზარმაზარი რესურსები".   კელინი ამბობს, რომ კონფლიქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ომის ესკალაციის ძალისხმევაზე, რომელსაც ნატოს ქვეყნები და განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი ახორციელებენ.


"რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ეს ესკალაცია შეიძლება გადავიდეს ახალ განზომილებაში, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება და არ გვინდა. ჩვენ შეგვიძლია ხვალვე შევრიგდეთ", - დასძინა მან.


რუსეთის ელჩმა ეს კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა  BBC-ის განუცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა სულ მალე წამოიწყოს კონტრშეტევა.


თუმცა, რუსეთის ელჩის მტკიცება, რომ მოსკოვს აქვს "უზარმაზარი რესურსები" არ შეესაბამება არაერთ სანდო ინფორმაციას, რომ სამხედროები არასათანადოდ აღჭურვილები  და მოუმზადებელები არიან. ამის შესახებ საუბრობს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში.


ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს მოსკოვის რეჟიმს. „შეიძლება რუსეთი დავკარგოთ, თუ ომი დამატებითი რესურსების გამოყოფის გარეშე გაგრძელდება“,  -  განაცხადა მან თავის ცნობილ მიმართვაში, რომლის ადრესატები რუსეთის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი იყვნენ.


 „სად არის საბრძოლო მასალა? მოხალისედ წამოსული ბიჭები იხოცებიან იმისთვის, რომ წითელი ხით გაწყობილ თქვენს კაბინეტებში დასუქდეთ?!“ -  პრიგოჟინი ვიდეომიიმართვის დროს დახოცილი რუსი ჯარისკაცების ფონზე იდგა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net