Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ასპინძის მუნიციპალიტეტში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

0
სოფელ საყუდაბელში, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ხშირია, როგორც პირუტყვის, ასევე ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც ბრუცელოზის კერად მიიჩნევა ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლები.


ასპინძის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ვაჟა ძირკვაძემ მესაქონლეობა 2010 წელს დაიწყო. მალევე ბრუცელოზის გამო პირუტყვის ქართული ჯიში სრულად გამოცვალა. იმ პერიოდში სოფელ რუსთავში ცხოველებსა და ადამიანებში გავრცელებული ბრუცელოზის გამო 40 სული პირუტყვით იზარალა ფერმერმა თამაზ შავაძემაც.


სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციაში შიშობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.„რამდენიმე დღის წინ ბრუცელოზზე აქტივობა დაიწყო და ვხედავთ რა პრობლემას წავაწყდით. ველი, რომ ეს კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავა, რადგან იყო წყვეტა მისი კონტროლის, მისი ლაბორატორიული ანალიზების და ვფიქრობ, რომ უფრო ცუდ შედეგებამდე მივალთ“, - ამბობს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის ახალციხის ოფისის დირექტორი ზურა ყულჯანიშვილი.


სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა თამაზ შავაძემ თქვა: „2012 – 13 წწ ბრუცელოზის პრობლემა აქტიურად იდგა რეგიონის მასშტაბით, მაშინ, ასოციაციამ ბევრი გააკეთა - სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, პირუტყვს ჩაუტარდა ვაქცინაცია, მაგრამ გავიდა მას შემდეგ 10 წელი და ისევ იმ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან განმეორებით აღარ მოხდა ვაქცინაცია“.


როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მზია პაპაშვილი აცხადებს, დაავადებულთა ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს.


„დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს, სოფელ საყუდაბელში. მკურნალობის პროცესი ხანმოკლე არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ ჩემი უშუალო მოწვევით, ნიმუშები იქნა აღებული მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პირუტყვი იყო ინფიცირებული. მოსახლეობა მოიცვა პანიკამ, რადგან მიირთმევდნენ არაპასტერიზებულ რძის პროდუქტს, პირუტყვს უვლიდნენ, რაც არის საფრთხის შემცველი ცხოველიდან ადამიანისთვის გადადების თავლსაზრისით“, - განაცხადა მზია პაპაშვილმა.


განმეორებით ნიმუშები პირუტყვისგან სპეციალისტებმა 21 დღეში კიდევ უნდა აიღონ, რადგან დაავადება შესაძლოა, კვლავ გამოვლინდეს.


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში, საქონლის აცრა 2015 წლიდან, ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება კი 2014 წლიდან დაიწყო.


ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net