წიგნებზე შეყვარებული ზოდიაქოს ნიშნები
არავინ აფასებს წიგნებს ისე, როგორც კურო. იგი ხელოვნების ყველა ჟანრის დიდი მოტრფიალეა. კურო ყოველთვის ეძებს ახალ წიგნს, რათა თავის ბიბლიოთეკას ახალი სამკაული შემატოს. ეს ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია სტაბილურობის და კომფორტის მიმართ სიყვარულით. მას ნაკლებად მოსწონს ელექტრონული ან აუდიოწიგნები. მატერიალისტური ბუნებიდან გამომდინარე, კურო შინაარსობრივ მხარესთან ერთად წიგნის ხარისხსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მას როგორც ძვირფას ნივთს, ისე უყურებს.
ქალწული ყოველთვის ითხოვს უფრო მეტს ინფორმაციას, ვიდრე აქვს. მას შეუძლია ნებისმიერი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს და ყველა დეტალი დაიმახსოვროს. მისთვის წიგნის კითხვა კომუნიკაციის დამყარების, ახალი უნარების ათვისების და მეტი ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა.
მორიელი კომპლექსური წყლის ნიშანია, მას ღრმა ემოციური კავშირები აქვს, ამიტომ მისთვის წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია. მორიელს განსაკუთრებული მიდრეკილება და სურვილი აქვს ამოხსნას ყველაფერი დამალული, მისტიკური. დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ, ამიტომ მოსწონს დეტექტიური ჟანრის და ღრმა შინაარსის მქონე წიგნები. მას უყვარს სიუჟეტის ამოხსნა, გამოცნობა და შემდეგ მასზე მსჯელობა.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock
