Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

კოსოვოში შეტაკება მოხდა ადგილობრივ სერბებსა და პოლიციას შორის. ბელგრადმა გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა

0
კოსოვოს რესპუბლიკის ჩრდილოეთით, პარასკევს მოხდა შეტაკება პოლიციასა და ადგილობრივ სერბთა ჯგუფებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ დაებლოკათ ახლად არჩეული ადგილობრივი მოხელეების მუნიციპალურ შენობებში შესვლა.



Associated Press-ის ცნობით, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციას ეეყრდნობა, არეულობების დროს რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.



შეტაკებებზე რეაგირებისას, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, სახელმწიფო ტელეარხ „რტს“-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი განკარგულებით არმია "გაძლიერებულ მზადყოფნაშია“ მოყვანილი. ვუჩიჩმა ასევე თქვა, რომ ბრძანა სერბეთის ჯარების სასწრაფოდ გადაყვანა კოსოვოს საზღვარზე.





პოლიციამ, Associated Press - ის თანახმად, დაადასტურა, რომ მათ უნდა უპასუხონ ლეპოსავიჩის, ზვეკანის და ზუბინ პოტოკის თემებში განვითარებულ მოვლენებს, რათა "დაეხმარონ არჩეულ მერებს მათი მოვალეობის შესრულებაში.“



კოსოვოს ხელისუფლებამ ესკალაცია სერბეთში არსებულ სტრუქტურებს დააბრალა.



კოსოვოს ჩრდილოეთით ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა 23 აპრილს, მას შემდეგ, რაც მერებმა დატოვეს „სერბეთის სიის“ — კოსოვოს სერბების უდიდესი პარტიის რიგები. ეს პარტია ეწინააღმდეგებოდა პრიშტინის გადაწყვეტილებას, რომელიც სერბული სანომრე ნიშნებიანი მანქანების ხელახალი რეგისტრაციის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.



არჩევნები ბოიკოტი გამოუცხადა სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობამ. აქტივობამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3.47 პროცენტი შეადგინა.



2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალით არ აპირებენ.
ბოლო წლებში რეგულარულად წარმოიშობოდა კონფლიქტები კოსოვოსა და სერბეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ფონზე, რაც ქმნიდა პირდაპირი შეტაკებების რისკს, მაგრამ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლა, დაპირისპირებულ მხარეებს სიტუაციის ესკალაციის საშუალებას არ აძლევს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net