Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

„თეგეტა ქარს“ Unicef-ისა და BTU-ს საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

0

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები 100 ბენეფიციარი ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადდება.

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“, რომელიც Junior Tech-ის ფარგლებში 7 ბავშვის საგანმანათლებლო კურსს სრულად  დააფინანსებს.

ნინა კაჭარავა, „თეგეტა ქარსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი: როგორც იცით, „თეგეტა ჰოლდინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ზრუნვა და ზოგადად, ჩვენი კომანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებასა და ნათელ მომავალზე ზრუნვა. განსაკუთრებით პრიორიტეტული კი მათი მხარდაჭერაა, ვისთვისაც, გარე ფაქტორების გამო, ცოდნა და განათლება ძნელად მისაწვდომია. რაც მთავარია, ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარების თანამშრომლობა არ დამთავრდება ერთჯერადი დაფინანსებით მოზარდებს, რომლებიც საგანმანათლებლო კურსს გაივლიან, მომავალში ჩვენთან სტაჟირებისა და დასაქმების საშუალება ექნებათ“.

პროექტის სამიზნე აუდიტორიაა სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, ასევე განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები.

ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, ბათუმსა და თბილისში სპეციალური სასწავლო მოდულებით გადამზადების 8-თვიანი კურსი გაიარონ და ისეთ მიმართულებებს დაეუფლონ, როგორებიცაა:

  • ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი
  • კიბერჰიგიენა და ინტერნეტუსაფრთხოება
  • ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები
  • გრაფიკული დიზაინი
  • სოციალური მედიის მარკეტინგი
  • ტექნოლოგიური ინგლისური

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი: „გვიხარია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პროექტი Junior Tech შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, შეიძინონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაეხმარება მათ, მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, დასაქმება და უკეთესი მომავლის შექმნა“.

Junior Tech-ის პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების გადამზადებას ფინანსურად უზრუნველყოფენ.

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „პროექტი Junior Tech-ი BTU-სა და Unicef საქართველოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელთაც, სხვადასხვა გარემოებების გამო, შეზღუდული აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, უსახლკარო ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდები“.

თავის მხრივ, პროექტში ჩართულები არიან, „თეგეტა ქარსში“ შემავალი მსუბუქი ავტომობილების ბრენდები – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, „ტოიოტა ბათუმი“, „ვოლვო ქარ საქართველო“, „ავტო გალერი“, NIU, „პორშე ცენტრი თბილისი“ და „მაზდა ცენტრი თეგეტა“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი თაობის განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, ასევე პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის, „თეგეტა ქარსი“ სამომავლოდაც გეგმავს მსგავს პროექტებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებას.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net