Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

საქართველო ვილნიუსის სამიტში, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს მონაწილეობას - კოლომინა

0
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას თქმით, 11-12 ივლისს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის თემა იქნება პრიორიტეტული. 24 მაისს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მანვე აღნიშნა, რომ ამ სამიტზე, საქართველო, "დიდი ალბათობით", საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს მონაწილეობას.  


"ჩვენ, ჯერ კიდევ იმის გადაწყვეტის პრიცესში ვართ, როგორ წარიმართება სამიტი. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტში, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. პრემიერ-მინისტრი [ირაკლი] ღარიბაშვილი მადრიდში მონაწილეობდა, ბევრი პარტნიორი არ იყო იმ სამიტზე მაღალ დონეზე, ან მინისტრის დონეზე.


ახლა, კითხვა ისმის, ვინ დაესწრება [ვილნიუსის] სამიტს. ჩვენ ერთგული ვართ და დავრჩებით საქართველოს მიმართ იმის მიუხედავად, ვინ დაესწრება. მე მინდა, საქართველოს წარმომადგენლობა ჰყავდეს მას შემდეგ, რაც მადრიდში ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ და გვინდა შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები", - თქვა ხავიერ კოლომინამ.   


მანვე დაამატა, რომ ვილნიუსის სამიტზე მაღალი დონის კომუნიკეს მიღება იგეგმება და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მას საქართველოც შეუერთდება.


"ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია NATO-ს მხრიდან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. მადრიდში ჩვენ დავამტკიცეთ სტრატეგიული კონცეფცია, მაგრამ ეს განსხვავებული პოლიტიკური წონის დეკლარაციაა. ველი, რომ საქართველოც შეუერთდება ამ  კომუნიკეს".


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მეორე დღეა საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. კოლომინა ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ხავიერ კოლომინას შეხვედრები ჰქონდა ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net