Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

გია ნოდია: …იმიტომ რომ ერთი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რაღაცა უნდა. ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძემაც არ იცის ბიძინას რა უნდა

0

საქართველოს ხელისუფლება რომ აღარ არის პროდასავლური და არის პრორუსული, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენით, საერთაშორისო ასპარეზზე, ერთი კიდევ ცუდი ამბავი მოხდა, რაც საქართველოს პრესტიჟზე, კიდევ ერთი დარტყმაა.

“საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის თვისობრივ სიახლეს ვერ ვხედავ. საქართველოს მთავრობას, რუსეთის გულის მოგების პოლიტიკა, რომ აქვს ეს ვიცით და ამ პოლიტიკის გამო დააჯილდოვეს. სიახლე არის ის რომ რუსეთმა ეს პოლიტიკა დააფასა, – „დავინახეთ, რომ კარგად იქცევით და აი, ჯილდო“ – ვერ ვიტყვით, რომ ეს ჯილდო ხელისუფლებისთვის მომგებიანია. ელექტორალური თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი რომ რამე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება.

საერთაშორისო ასპარეზზე, ერთი კიდევ ცუდი ამბავი მოხდა. პრესტიჟზე, კიდევ ერთი დარტყმა. კიდევ ერთი შეხსენება, იმისა რომ საქართველოს რუსეთისთვის გულის მოგების პოლიტიკა აქვს. ის რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის პროდასავლური და არის პრორუსული, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა“, – განაცხადა ნოდიამ.

მისივე შეფასებით, ის თუ რა უნდა „ქართულ ოცნებას“ , ეს პროდასავლურ ბანაკშიც კამათის საგანია.

მისვე თქმით, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება გინდა, არ უნდა დგამდე ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ზუსტად იცი, რომ ამის საპირისპიროა.

„ზოგი ამბობს რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩემი პასუხია, რომ არ არის სწორი კითხვის მრავლობით დასმა, იმიტომ რომ ერთი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რაღაცა უნდა. ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძემაც არ იცის ბიძინას რა უნდა. აზრიანი მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რას აკეთებენ.

საქართველოს ნაბიჯები ნაკლებად გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ პროდასავლურ კურსს გადაუხვიეს, იმიტომ რომ შიგადაშიგ, რაღაც ნაბიჯებს დგამენ. ალიბის მსგავს ნაბიჯებს აკეთებენ.

ხელისუფლების პოზიცია და მსჯელობის წესი არის ანტიდასავლური და ამავე დროს, ანტიუკრაინული. პოლიტიკაში ლაპარაკი, მხოლოდ ლაპარაკი არ არის. როდესაც რაღაც საკითხებზე თანმიმდევრული პოზიცია გაქვს, ეს უკვე საქმეა.

გაზაფხულზე, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი იხილებოდა, ზუსტად ამ დროს დაიჭირეს ნიკა გვარამია. ევროპელებმა ეს საბოტაჟად აღიქვეს. როცა კანდიდატის სტატუსი გინდა, არ უნდა დგამდე ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ზუსტად იცი, რომ ამის საპირისპიროა“, – განაცხადა ნოდიამ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net