Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

საქართველოს ბანკი ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერი გახდა

0

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მთავარ პარტნიორთან თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდა და საქართველოს ბანკი უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის მხარდამჭერი გახდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძლებთ ღირსეულად ვუმასპინძლოთ უეფას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს. საქართველოს ბანკი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის და მჯერა, რომ რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ეს ტურნირი უფრო მეტად საინტერესო გავხადოთ როგორც გულშემატკივარისთვის და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის,” – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

„დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ბანკი ფედერაციასთან ერთად UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართულ ფეხბურთს და ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს A ჯგუფში. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება, და მჯერა, ისინი არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკი 2022 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net