შეტაკებებია ბელგოროდის ოლქში, ხარკოვთან საზღვრის მახლობლად
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც თითქოს ასახავს საბრძოლო დარტყმებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ბელგოროდის ოლქის გრაივორონოვსკის რაიონში. ერთ-ერთ ჩანაწერზე, სავარაუდოდ, გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შედის ტანკი, რომელზეც უკრაინის დროშაა აღმართული. კიდევ ერთ ჩანაწერზე, რომელიც თითქოს საკუთრივ გამშვები პუნქტის შენობაშია გადაღებული, ჩანს მოკლული სამხედრო მოსამსახურის გვამი. ვიდეოჩანაწერთა ავთენტურობის დადასტურება არ ხერხდება.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკრაინა დაადანაშაულა "ბელგოროდის ოლქის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო შეტევაში, რომელიც პანიკისკენ მოწოდებაა." მან დაადასტურა ცეცხლის გახსნა გრაივორონოვსკის რაიონში, თუმცა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაჭრილა. გუბერნატორის თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია არ მიმდინარეობს.
მოგვიანებით გლადკოვმა განაცხადა, რომ გრაივორონოვსკის რაიონში შევიდა მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი. იუწყებიან, რომ მასთან რუსეთის სამხედროები ბრძოლას აწარმოებენ.
