ირანის პრეზიდენტმა შეცვალა გავლენიანი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი
უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ ცნობა 22 მაისს გამოქვეყნდა ირანის პრეზიდენტის ვებსაიტზე.
ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის შეცვლის ფონია ცნობები იმის შესახებ, რომ 67 წლის შამხანის - რეფორმატორს, რომელიც უშიშროების საბჭოს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა - კავშირი ჰქონდა ყოფილ ოფიციალურ პირთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარისთან, რომელიც იანვარში სიკვდილით დასაჯეს დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.
