Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ფაშინიანი: სომხეთი მზადაა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს

0
ერევანი მზადაა აღიაროს აზარბეიჯანის ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ჩათვლით განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.


„სომხეთი აღირებს აზერბაიჯანის 86.6 ათას კვადრატულ კილომეტრს იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი მზად იქნება აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29.8 ათასი კვადრატული კილომეტრის ფარგლებში. აზერბაიჯანის 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც,. ასევე უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა განიხილებოდეს ბაქო-სტეპანაკერტის ფორმატში“, - განაცხადა ფაშინიანმა.


სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ერევანი ფიქრობს, რომ ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.


მან მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად საერთაშორისო გარანტიებიც მოითოხვა და შეშფოთება გამოთქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანი რეგიონში ეთნიკურ წმენდას განახორციელებს.


ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია.


„ამ ოკუპაციის შედეგად ერთი მილიონი აზერბაიჯანელი განდევნეს მშობლიური მიწებიდან, ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული იყო. ოკუპინტეების მიტაცებულ ტერიტორიებზე გაანადგურეს, შეიძლება ითქვას, მთელი ინფრასტრუქტურა, შენობები, მათ შორის ისტორიული ძეგლები. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია და, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ კონსტრუქციული ძალისხმევის გაწევას ამ მიზნის მისაღწევად. ბუნებრივია, ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს“, - განაცხადა მან.


ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები „საბოლოოდ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს“.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ძირითადად მთიანი ყარაბაღის საკითხს უკავშირდება, 1980-იანი წლებიდან იწყება და ათიათასობით მსხვერპლს ითვლის. წლების განმავლობაში მოლაპარაკებების არაერთი მცდელობისა და მექანიზმის გამოყენების მიუხედავად, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დამყარდა.


2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო; ეს ომი დასრულდა 9 ნოემბრის ხელშეკრულებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; მედიაცია რუსეთის ფედერაციამ გასწია და შეთანხმების შედეგად რეგიონში განათავსა 2000-მდე ჯარისკაცი მშვიდობისმყოფელების მანდატით.


2021-22 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რამდენჯერმე მოხდა ესკალაცია, როგორც ყარაბაღთან, ისე ორ ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებს შორის საზღვრის გასწვრივ, რამაც საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა.


2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი ფაქტობრივ ბლოკადაშია. „ლაჩინის დერეფანი“, - რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, აზერბაიჯანელ „ეკო-აქტივისტებს“ ჰქონდათ გადაკეტილი; 2023 წლის აპრილის მეორე ნახევარში აზერბაიჯანმა დერეფნის ერთ-ერთ ბოლოში გამშვები პუნქტი აღმართა. ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე სისხლიანი დაპირისპირება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net