Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შემოიტანოს სანქციები - ზურაბიშვილი

0
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას.


ზურაბიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში არიან შეყვანილნი.


„მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენ ხალხს, ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები დადიან და გვეუბნებიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის ქართველი ხალხის შეურცხყოფა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება მას და პირველ რიგში, იმ ქვეყნისგან, რომელიც არის ჩვენი მუდმივი ოკუპანტი. არ შეიძლება, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციაში, რომელიც არის ძალიან დაძაბული იმ ომიდან გამომდინარე, რაც დაიწყო რუსეთმა წელიწადი და სამი თვეა უკრაინის წინააღმდე, არ შეიძლება, რომ ამ პირობებში ითამაშო ხალხის ნერვებზე.


ცხადია, რომ ხელისუფლებას, მთავრობას აქვს თავისი დიდი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, რომ საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, რომ არ ვიცოდით, ვინ შემოვიდა. რას ნიშნავს, რომ სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის პუტინის გარემოცვა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ, რომ თურმე სააკაშვილი იყო შემოსული. დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები, როგორც უნდათ, თან სანქცირებული რუსები.


მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ საჩქაროდ შემოიტანონ და ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ძალიან მარტივია, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომლებიც აწესებს სანქცირებულ პირებს, ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ ყველა საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია. ეს არის მინიმუმი ამ ქვეყნის დაცვის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, რომ ის უფრო მეტად იყოს დაცული“.


19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, სასტუმროში „ყვარლის ტბა“, ქმართან ერთად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.




სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს“.


სალომე ზურაბიშვილმა ამას საზოგაოდების გამარჯვება უწოდა და ეს ფაქტი, 2019 წლის მოვლენებს შეადარა, როდესაც საქართველოში, მართლმადიდებლობის ფორუმზე ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი, გავრილოვი, ხალხის პროტესის შემდეგ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.


19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ყოფნის შესახებ, ყვარელში საპროტესტო აქციები მოჰყვა. სამართალდამცავებმა აქციაზე 16 პირი დააკავა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net