Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

არა რუსულ ფრენებს! - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო

0
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაიწყო აქცია გზავნილით „არა რუსულ ფრენებს“. აქცია მეორე დღეა გრძელდება.


აქციის მონაწილეები აპროტესტებენ როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილების შესაძლებლობა მისცა, ისე ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებებს, რომელთა შედეგადაც 19 მაისიდან აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.


„არა რუსულ ფრენებს“, „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, - სკანდირებენ პარლამენტის წინ შეკრებილნი.


„ჩვენი გზაა განვითარება, ევროპა და არა ჩამყაყებული იმპერია, რომელსაც ჩვენი ხელში ჩაგდება უნდა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.




აქციის ორგანიზატორები, სამოქალაქო აქტივისტები, პარლამენტთან მოწყობილი სცენიდან მოუწოდებენ ხელისუფლებას გაათავისუფლონ 20 მაისს, კახეთში, „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული საპროტესტო აქციის 16 მონაწილე.


20 მაისსვე, თელავის სამხარეო პოლიციასთან დააკავეს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.


დაკავებული პირების ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი ამ დრომდე ვერ არკვევენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ადგილსამყოფელს. ადვოკატები ვერ არკვევენ სად იმყოფება ელენე ხოშტარიაც. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის შესაძლოა, თბილისში იყოს გადაყვანილი.


სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქ საქორწინო წვეულება იგეგმებოდა.  


რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" და ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.


19 მაისს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია "აზიმუტის" გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net