ემანუელ მაკრონი: ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში G7-ის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.
ზელენსკისთან შეხვედრის დროს მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლა იაპონიაში არის „უნიკალური შესაძლებლობა“ იმისთვის, რომ გამოთქვას თავისი პოზიცია და გააჟღეროს გზავნილი.
„მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი“, – აცხადებს მაკრონი.
თავად ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და მადლობა გადაუხადა საფრანგეთს „მებრძოლთა კოალიციის“ მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 მაისს იაპონიაში ჩავიდა, სადაც დიდი შვიდეულის სამიტზე მონაწილეობას მიიღებს.
მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, იტალიის პრემიერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
