ნათია მეზვრიშვილი: ეს კაცი დაიმახსოვრეთ…
პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“ეს კაცი დაიმახსოვრეთ – დღეს ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ღალატის სიმბოლო და ხვალ, მოღალატეებისგან გათავისუფლებულ საქართველოში, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, სახელმწიფო ღალატის საქმის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი! არ ვაპირებ შევეგუო ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც რუსეთისთვის ქვეყნის ჩამბარებლები პასუხისმგებლობას გაექცევიან! ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ხელს ვერ გაიშვერ პატრონისკენ! ორგანიზატორი, თანამონაწილე და ამსრულებელი თანაბრად დაისჯება!”
შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვას, – არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? – უპასუხა:
“არის თუ არა რუსეთი მტერი, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანიც ესკალაციაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, მაგრამ თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“, – განაცხადა კობახიძემ.
