„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებენ, უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობისთვის ემზადება
19 მაისს უკრაინის უშიშროების უწყების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად უნდა დაესწროს ჰიროსიმის სამიტს.
„დიდი შვიდეულის“ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები შეეხება „საწარმო აღჭურვილობის, ხელსაწყოების და სხვა ტექნოლოგიის ექსპორტს“. საქმე ეხება პროდუქტს, რომელსაც რუსეთი იყენებს "თავისი სამხედრო მანქანის აღდგენისთვის“. განცხადებაში ასევე წერია, რომ ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, რათა რუსეთს შეეზღუდოს შემოსავალი ლითონისა და ალმასით ვაჭრობიდან.
19 მაისს ბრიტანეთმა რუსეთის 86 სამოქალაქო და იურიდიული პირის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ადრე განაცხადა, რომ ზელენსკი იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავა. 19 მაისს ზელენსკი საუდის არაბეთს ესტუმრა, სადაც არაბთა ლიგის შეხვედრაში მონაწილეობს.
საუდის არაბეთში ზელენსკი საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავმა ჩაიყვანა. სააგენტო Reuters-ს საქმეში ჩახედულმა წყარომ აცნობა, რომ საუდის არაბეთიდან ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, ზელენსკის საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავი წაიყვანს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იმოწმებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს პრესსამსახურს, რომლის განცხადებით, ზელენსკი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას ჰიროსიმის სამიტში.
