„ფოლკსვაგენმა“ რუსეთიდან სრულად გასვლა დაადასტურა
ქალაქ ვოლფსბურგში დაფუძნებული კონცერნის ცენტრალური ოფისიდან გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ კალუგაში მოქმედი ქარხანა იყიდა ადგილობრივმა ინვესტორმა.
„ფოლკსვაგენის“ ქარხანა შეისყიდა სავაჭრო ჯგუფმა Avilon-მა, რომელმაც ასევე გადაიბარა რუსეთის ყველა ფილიალის წილებიც.
არსებული ცნობით, შეთანხმება დაამტკიცა რუსეთის სამთავრობო უწყებამ. „ფოლკსვაგენმა“ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ რუსეთში საწარმოო პროცესი გაჩერდა.
