ჯო ბაიდენი ჩავიდა იაპონიაში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი იმართება
ფედერალური მთავრობის სესხის ლიმიტის ზრდის გამო რესპუბლიკელებთან დაპირისპირების ფონზე, ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევე ვაშინგტონის დატოვებამდე გააუქმა ისტორიული გამგზავრება პაპუა-ახალ გვინეაში და მთავარი ვიზიტი ავსტრალიაში.
"მე შევამცირე მოგზაურობა, რომ დავესწრო საბოლოო მოლაპარაკებებს და ხელი მოვაწერო შეთანხმებას რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერთან", - თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის დატოვებამდე.
ჰიროსიმაში ბაიდენი ასევე გეგმავს შეხვდეს ლიდერებს "ოთხმხრივი დიალოგისა", რომელშიც შეერთებული შტატების გარდა, შედიან იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი.
ეს პარტნიორობა მოწოდებულია იმისთვის, რათა იქცეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდის საპირწონედ, რასაც ვაშინგტონი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მთავარ პრიორიტეტს უწოდებს.
