Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

გზების გაწმენდის და ვერტმფრენის რეისის დანიშვნის მოთხოვნით ალვანში აქცია გაიმართა

0
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, უამინდობისა და გაუწმენდავი გზების გამო, თუშეთში ზაფხულის საძოვრებზე მწყემსებმა საჭირო ინვენტარი ვერ წაიღეს, რის გამოც საქმეს ვერ აკეთებენ. ადგილზე არ აქვთ ყველის დასამზადებლად საჭირო ჭურჭელი და სხვა ნივთები, ასევე თბილი ტანსაცმელი და საკვები.


"მეცხვარეები თუშეთში წავიდნენ 3 მაისს. იმის გამო, რომ გზებზე თოვლი იდო და ახლაც ასეა, ცხენები ვერ წაიყვანეს, შესაბამისად ვერ მოახერხეს ყველა საჭირო ნივთის თუ ინვენტარის წაღება. უამინდობისას გზაზე ასეულობით ცხვარიც დაიხოცა. მეცხვარეებს ასევე არ აქვს კვეთი, რომლითაც ყველი უნდა ამოიყვანონ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უახლოეს დღეებში ვერტმფრენით რეისი დაინიშნოს, რათა მეცხვარეებს მივაწოდოთ ყველა ის ნივთი, რაც სჭირდებათ", - უთხრა ჟურნალისტებს ადგილობრივმა სოსო ბაბულაიძემ.


აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ დროულად დაიწყოს თუშეთის გზის გაწმენდა.


"ყოველ წელს გაზაფხულზე საჭიროა გზა გაიწმინდოს. როგორც გავიგეთ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე არსებობს, თუმცა მერიას ხელშეკრულება არ გაუფორმებია და მექანიზაცია მუშაობას ვერ იწყებს. ბოლო წლებია, სულ ასე აგვიანებენ. გზები რომ დროულად გაეწმინდათ, ჩვენ არაფერს არ მოვითხოვდით, თავად წავიღებდით მთაში იმას, რაც საჭიროა", - თქვეს აქციის მონაწილეებმა.


სოფელ ქვემო ალვანში აქციის მონაწილეებს ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური შეხვდა.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენით უახლოეს მომავალში სამი ფრენაა ჩანიშნული, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კავკასიონის მთებზე 4-5 დღის განმავლობაში საფრენი ამინდი არ იქნება. ეს ამ ხალხმაც იცოდა და რატომ გამოვიდნენ ქუჩაში, არ ვიცი. 2022 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე 20-ზე მეტი რეისია შესრულებული. რაც შეეხება გზების გაწმენდას, ძველი კონტრაქტორი ამ სამუშაოებს ახორციელებს და ახალთანაც მალე გაფორმდება ხელშეკრულება, თუმცა მოგეხსენებათ, რომ თუშეთის გზა საქართველოში ერთ-ერთი რთული მონაკვეთია და იქ ზვავის საშიშროებაა. ამიტომ მხოლოდ დილაობით მუშაობენ", - განაცხადა ახმეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა.


აქციის მონაწილეები მერის ამ განცხადებით უკმაყოფილო დარჩნენ, თუმცა დაიშალნენ.


მეცხვარეებს ყოველ წელს ზამთრის საძოვრებიდან ცხვარი ზაფხულის საძოვრებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მთაში მიჰყავთ. თუშეთში ბარიდან საძოვრებამდე, დაახლოებით, 70 კილომეტრია.


13 მაისს დიდთოვლობის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა ზვავში მოყვა და დაახლოებით 50-მდე სული დაიხოცა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცხვრის მეპატრონემ, ზვიად იჩუკაიძემ უთხრა. ზვავი მაშინ ჩამოწვა, როცა ცხვარი ღამის სადგომიდან გამოიყვანეს.


დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე ყოველთვის იკეტება.


თუშეთის გზის ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის და ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში.


 


 


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net