Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

„ოცნება" იუსტიციის საბჭოს არასამომართლე წევრობის კანდიდატებზე ოპოზიციის შეფასებებს ელოდება

0
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.  მან ილაპარაკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე. როგორც მდინარაძე ამბობს, ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, მისთვის მისაღები ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ წარმოადგინოს დასაბუთება, რაც საპარლამენტო უმრავლესობას საშუალებას მისცემს, განსაზღვროს, რამდენად არის შესაძლებელი კონსენსუსი. 


„დღეს განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, რაც ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან, 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს, როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.


ჩვენი პოზიციით, ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, რომ წარმოადგინონ მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხზე მიღწეული იყოს კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ, რომ კენჭისყრა მოხდეს. ყველა შემთხვევაში ამაზე ვიზრუნებთ. უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში დაემთხვეს. ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მისაღები და რატომ დაუჭერენ მხარს კონკრეტულ ადამიანებს.


არის თუ არა თანხვედრა და კონსენსუსის შანსი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა მდინარაძემ. 


2022 წლის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის საერთო კანდიდატებზე. ხუთი წევრის პოზიციაზე 32 კანდიდატს აქვს პარლამენტში განაცხადი შეტანილი (მათგან ერთმა, ანა აბაშიძემ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება დაწერა). მდინარაძე აცხადებდა, რომ მმართველი პარტია მზად იყო 16 კანდიდატურიდან შეერჩია მისაღები კანდიდატები, თუმცა ოპოზიციამ არცერთი მათგანის მიმართ მხარდაჭერა არ გამოხატა. 


კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 9 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა:



ლიკა საჯაია - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" პროფესორი;
ანა აბაშიძე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი;
დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი;
სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ("ღია სივრცე კავკასია"), საიას ყოფილი თავმჯდომარე;
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.


მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ არამოსამართლე წევრს (ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს) უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ეს თანამდებობები ვაკანტურია.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net