Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ავიაკომპანია „აზიმუტს" აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნებად აქვს მითითებული

0
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პირველი ავიაკომპანია არის „აზიმუტი" (Azimuth Airlines), რომელიც თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით იფრენს.


ავიაკომპანია „აზიმუტს" ვებსაიტზე, გრაფაში, რომელშიც ქვეყნების ჩამონათვალია მოცემული, შეტანილი აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.




 




განახლება


მასალის გამოქვეყნებიდან გარკვეული დროის შემდეგ, რუსულმა ავიაკომპანიამ „აზიმუტმა" აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო ქვეყნების სიიდან. ამჟამად „აზიმუტის" ვებსაიტზე ქვეყნების ჩამონათვალში აღარ იძებნება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები.




გარდა ამისა, უკრაინული პორტალი „ომი და სანქციები“, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი, „აზიმუტს" ასახელებს სანქცირებულ კომპანიებს შორის.


ვებსაიტზე განმარტებულია, რომ კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ (სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სხვა) მხარდაჭერას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.




საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი" (Azimuth Airlines) იწყებს. სააგენტომ ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 15 მაისს მისცა. მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი შესრულდება 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებული არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ის საჰაერო ხომალდი, რომლებსაც მწარმოებლის მიერ შეჩერებული აქვთ მხარდაჭერა, არ იფრენენ საქართველოს მიმართულებით.


როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Azimuth Airlines-ი გარდა, ოთხი ავიაკომპანიის (მათ შორის არის ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი") განაცხადია შესული. მისი თქმით, არსებობს განაცხადები, რომლებიც გულისხმობენ ნებართვების მიღებას, როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან პირდაპირი ავიარეისებისთვის.




რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, 10 მაისს, შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან, 15 მაისიდან, მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.





საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net