Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

იაგო ხვიჩია: პრობლემა რუსი ტურისტი არ არის, პრობლემა არის ხელისუფლება… „ქართულ ოცნება“ თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს მოსახლეობას

0

„ქოცები“ ქართველ ხალხს უყენებენ არჩევანს – პუტინი, თუ მიშა? ეს ის ერთადერთი არჩევანია, სადაც ჩემი აზრით, მიშა იგებს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენ არ ვჭირდებით. თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობას, ამას ყოველდღე ისე კვალიფიციურად აკეთებს, რომ ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რომელიმე პოლიციელი, პროკურორი, თუ მოსამართლე „ქოცებს“ პრორუსობაში გაჰყვება.

„პრობლემა რუსი ტურისტი არ არის, პრობლემა არის ხელისუფლება. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, თუ როგორ დავაბალანსებთ მიშას ძალაუფლებას, მაშინ, როდესაც „ქოცები“ საკუთარი გიჟური პოლიტიკით მიშას მოიყვანენ. მგონია, ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც გასააზრებელი გვაქვს. ფაქტია, რომ „ქოცები“ახლა ამას აკეთებენ. „ქოცები“ ქართველ ხალხს უყენებენ არჩევანს – პუტინი, თუ მიშა?! ეს ის ერთადერთი არჩევანია, სადაც ჩემი აზრით, მიშა იგებს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენ არ ვჭირდებით. თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობას, ამას ყოველდღე ისე კვალიფიციურად აკეთებს, რომ ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება. მეორე მხარეს არის საფრთხე. რამდენი ომი გამოგვივლია რუსეთთან. როდესაც დაგვიპყრეს აჯანყებებს ვაწყობდით. არ მჯერა, რომ ისე შეგვიერთებენ რუსებს, რომ ერთი აჯანყება არ ვცადოთ. ისიც ამ მჯერა, რომ რომელიმე პოლიციელი, პროკურორი იქნება, თუ მოსამართლე „ქოცებს“ პრორუსობაში გაჰყვება, თუ ისინი ამას საბოლოოდ გადაწყვეტენ. მგონია, ეს თამაში განწირულია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

როგორც მან აღნიშნა, „გირჩის“ გარდა ის სხვა პარტიას ვერ ხედავს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გაჩერება შეუძლია. ამასთან, დასძენს, რომ „გირჩი“ მიშას ბანაკში არ გადახტება“.

„წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მიშას ვერასდროს დაუჭერს მხარს. იმიტომ, რომ მისი არ სჯერა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ პირველი ჩემით დაიწყებს დაჭერას. ამიტომ, მისკენ არ ვიქნები. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო იმისთვის, რომ ეს საფრთხე დავაზღვიო. თუ არჩევნები ჩატარდება, სადაც პუტინი VS მიშა იქნება და მე იმ პერიოდში ვერ შევძელი გაძლიერება ისე, რომ მესამე არჩევანი ვიყო, ვთქვა: „პუტინი და მიშა კი არ არის მხოლოდ, მეც ვარ“ ეს თუ ვერ ვთქვი, სხვა პარტიას ვერ ვხედავ, რომელსაც მიშას გაჩერება შეუძლია.

ქართველი ბიზნესმენები გიჟები მგონიან, ამას რომ ვერ ხედავენ. შეიძლება ცოტახანში ჩამოიშალონ „ქოცები“ იმიტომ, რომ რუსეთზე დებენ ფსონს. თუ „ქოცები“ იშლებიან, ვინ მოდის ხელისუფლებაში? ვის ჰგონია, რომ მიშა შეარჩენს ბიზნესმენებს „ქოცებთან“ ასეთი ტიპის თანამშრომლობას. მიშა „ქოც“ ბიზნესმენებს არ გაპარსავს?! როგორ შეიძლება ამ ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ. როგორ შეიძლება არ ეძებდნენ პარტიას, რომელსაც გააძლიერებენ და მიშას იმედად არ დატოვებენ ამ სიტუაციას. „გირჩის“ გარდა ვინ ეგულებათ, ვინც ეგრევე არ გადახტება მიშას ბანაკში?,- აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ განმარტა, რომ „ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ უფრო შეეზილება პრორუსობა, ვიდრე რაიმე კეთილისმყოფელი და კარგი საქმე, როგორიც არის ქართველი ხალხის დახმარება“.

„ამ ქვეყანაში პრორუსის იარლიყით, რომელსაც შენ თვითონ იკეთებ, შეუძლებელი მგონია გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების მოგება. ზოგადად, წარმოუდგენელი მგონია ქვეყნის მართვა 5-დან 10%-მდე მხარდაჭერით, რომელიც პრორუსებს აქვს საქართველოში“,- აღნიშნა ხვიჩიამ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net