თურქეთში 28 მაისს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, აჰმეტ იენერის თქმით, წინასწარი შედეგებით, ერდოანს აქვს ამომრჩეველთა ხმების 49.51 პროცენტი, მის მთავარ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.88 პროცენტი.
მაშინაც კი, თუკი ამჟამად კვლავ დათვლის პროცესში მყოფი ყველა ბიულეტენი ერდოანის სასარგებლოდ ჩაითვლება, მისი მონაცემი ვერ გაცდება 49.54 პროცენტს, - ამბობს იენერი.
