Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

მარტში დაკავებული აკოფაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელმაც უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე

0
ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის თორნიკე აკოფაშვილის საქმე დაეწერა მოსამართლეს, რომელმაც კოლეგის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე. ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ - მიაჩნიათ, რომ ის მიკერძოებულია და არ არის დამოუკიდებელი.


თბილისის საქალაქო სასამართლოს 39 წლის მოსამართლე საზოგადოებას ახსოვს მისი გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ორთვიანი სასწავლო ვიზიტით წასვლაზე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძის სოლიდარობის ნიშნად. 2022 წლის ივლისში ის ამბობდა, რომ არ ჰქონდა “მორალური უფლება” წასულიყო აშშ-ში, როცა მისი კოლეგა პროგრამაში მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.


"მოსამართლის მიერ მიღებულ რომელიმე გადაწყვეტილებაზე რაიმე ანგარიშის მოთხოვნა არის ყოვლად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება", - ასე ახსნა მაშინ რომეო ტყეშელაშვილმა თავისი გადაწყვეტილება.


რომეო ტყეშელაშვილმა კოლეგები დაიცვა მაშინაც, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა - მან ფეისბუკზე ამ გადაწყვეტილებას “მორიგი ცრუ ბრალდებები” უწოდა. 12 მაისს კი მან "მოსამართლეთა დღე" აღნიშნა მოსამართლეებთან ერთად გორში - ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-სგან სანქცირებული მოსამართლეები.


ეს სამი ფაქტობრივი გარემოება დაასახელეს თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატებმა აცილებისთვის საჭირო ობიექტურ გარემოებებად.


"თქვენთვისაც არაკომფორტული უნდა იყოს ისეთ პროცესში მონაწილეობა, სადაც დაცვის მხარე არ გენდობათ. თქვენ ვერ იქნებით ვერც დამოუკიდებელი, ვერც სამართლიანი და ვერც მიუკერძოებელი. მარტო ჩვენ კი არ გიცხადებთ უნდობლობას, უნდობლობას გიცხადებთ ის 70 000 ადამიანი, ვინც იდგა რუსთაველზე იმ აქციაზე, სადაც ბრალდებული დააკავეს და რომელთა ნაწილი ახლა დარბაზშია", - უთხრა ადვოკატმა თეკო მიგინეიშვილმა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს აცილების შუამდგომლობის დაყენებისას.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე, რომლის განხილვასაც სასამართლო იწყებს, პოლიტიკურად არის მოტივირებული და მნიშვნელოვანია მიუკერძოებელმა მოსამართლემ განიხილოს.


ერთადერთი, ვისაც ამ საქმის აცილებაზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო თავად მოსამართლე ტყეშელაშვილი იყო. მან დასახელებულ გარემოებებს “ცრუ ბრალდებები” უწოდა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. მისი თქმით, მას არ აქვს რაიმე სახის სუბიექტური ინტერესი ამ საქმის მიმართ.


"შემდეგშიც იქნება მსგავსი შეკრებები და ვერ გამოვაკლდები ნამდვილად", - უთხრა 12 მაისის შეკრებაზე ადვოკატებს მოსამართლემ.


რომეო ტყეშელაშვილმა დაცვის მხარეს მოუწოდა, ამ საკითხებთან დაკავშირებით აღარ შევიდეს დისკუსიაში და განმარტა, რომ “სასამართლოს კლანზე” საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში. მოსამართლის თქმით, მტკიცებულებები საქართველოში “კლანის” არსებობის შემთხვევაში არც შეერთებულ შტატებს წარუდგენია მოსამართლეების სანქცირებისას.


რომეო ტყეშელაშვილი საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე 2022 წლის ნოემბერში გახდა - მანამდე ის ამავე სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე იყო.


21 წლის თორნიკე აკოფაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი, უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი, 7 მარტს "უცხოეთის აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს მეორე დღეს, 8 მარტს. ვიდეომტკიცებულება, რომლითაც პროკურატურა მისი დანაშაულის დამტკიცებას შეეცდება, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის კუთვნილი ტელევიზიის - "პოსტ ტვ"-ის მიერ არის გადაღებული და მასში მხოლოდ ის ჩანს, როგორ ურტყამს თორნიკე რეზინის ლახტს სპეცრაზმელის ფარს. თორნიკე 10 მარტს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net