Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ახალი შეტაკებები მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

0
12 მაისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალებს შორის, ორივე მხარის თქმით, ახალმა საზღვრისპირა ბრძოლებმა იფეთქა.


ერთი დღის წინ მომხდარმა სისხლიანმა დაპირისპირებამ საფრთხე შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ევროპის კავშირის ხელმძღვანელობით შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.


მეზობლებს შორის ათწლეულებია მიმდინარეობს ტერიტორიული დავა აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, რომლებიც სომხებითაა დასახლებული და რომლის გამოც მათ ორჯერ ჰქონდათ ომი.


12 მაისის დილას, "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სოთკის მიმართულებით (სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთი ნაწილი) და უპილოტო საფრენი მოწყობილობები (დრონები) გამოიყენეს", ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


განცხადების თანახმად, სომხური მხრიდან ორი ჯარისკაცი დაჭრილია, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მოგვიანებით, 12 მაისს, სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მძიმე იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს აზერბაიჯანის საზღვართან, გეღარქუნიქის პროვინციაში, სოფელ კუტთან.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანის პოზიციებს" საზღვარზე. 11 მაისს, სასაზღვრო შეტაკებებისას დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო და ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.


სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა კვირას უნდა შედგეს ბრიუსელში. მოლაპარაკებას გაუძღვება ევროპის კავშირის პრეზიდენტი, შარლ მიშელი. ევროპის კავშირის თანახმად, მეტოქე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად შეხვდებიან საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ევროპის კავშირის სამიტისას, რომელიც 1 ივნისს გაიმართება მოლდოვაში.


11 მაისს ფაშინიანმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა, რომ ის ისწრაფვის, ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებებს ბრიუსელში. მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის "ძალიან მცირე" შანსია.


შეთანხმების პროექტი "კვლავაც ძალიან საწყის სტადიაზეა და ძალიან ნაადრევია შესაძლო ხელმოწერაზე საუბარი", - განაცხადა ფაშინიანმა. მაისის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში მიწვია მოლაპარაკებისთვის. მას მერე ევროპის კავშირის დიპლომატიაც გააქტიურდა.


ამ ორ ქვეყანას შორის ომები იყო 2020 წელს და 1990-იან წლებში აზერბაიჯანის კუთვნილი, რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო. ამ ორ ომში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.


 


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net