ყველაზე არამეგობრული ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი არავის ენდობა. ვიდრე ბოლომდე არ დარწმუნდება, რომ ადამიანის ნდობა შეიძლება, იქამდე თავისი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებსაც კი არ გაანდობს. ტიპიური მორიელი ცივი, დისტანციური და ეგოისტი ადამიანია. იგი არც სხვების მანიპულირებას ერიდება, სასურველის მისაღებად.
თუ თხის რქა დარწმუნებულია, რომ მისი დახმარება შეგიძლიათ, მაშინ თქვენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იქნება, მაგრამ, როგორც კი საქმეს დაასრულებს და წინ წასვლის დრო დადგება, მისთვის მაშინვე უკანა პლანზე გადაინაცვლებთ. უმეტესად მას მარტო მუშაობა და მარტო ბრძოლა მოსწონს, სხვა ადამიანებს ნაკლებად უშვებს თავის ცხოვრებაში.
ქალწული საკუთარ თავზე ორიენტირებული, პრაგმატული ნიშანია. იგი ყოველთვის მართალი უნდა იყოს, ყველა სიტუაციას თავად უნდა აკონტროლებდეს, ამიტომ ადამიანებს უჭირთ მასთან საერთო ენის გამონახვა. ქალწული ხშირად განსჯის სხვებს. კრიტიკული ნიშანია და ყველას მაღალ სტანდარტებს უწესებს.
წყარო: Best Life ფოტო: Shutterstock
