Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირდაპირ ეთერში არ გადასცა

0
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გადასცა.


ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს.


„2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით. 


საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა", - ვკითხულობთ მიმართვაში.


ადმინისტრაცია მიუთითებს საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ. 


,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას  წარმოადგენს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის", - ვკითხულობთ მიმართვაში. 


9 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 


ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, მოისმინეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიდეომიმართვა საქართველოს ხალხისადმი.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net