Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე ბრალდებული

0
65 წლის ედუარდ აბრამიანი, რომლის კუთვნილ ატრაქციონზე ორი თვის წინ ბათუმში ბავშვი დაიღუპა, პატიმრობაში რჩება. 10 მაისს სასამართლოს სხდომაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტები არ მიიღო.


„გამოძიება დასრულებულია და ყველა მტკიცებულება მოპოვებულია. მისი პიროვნული მახასიათებლები გაითვალისწინეთ, მას უმწიკვლო რეპუტაცია აქვს, ასაკოვანია, ასევე, ოჯახური მდგომარეობა აქვს საგულისხმო - მეუღლეს მძიმე დაავადება აქვს და იტარებს ქიმიოთერაპიას. ჩვენი შუამდგომლობაა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება", - მიმართა ბრალდებულის ადვოკატმა ილია ლომიამ მოსამართლეს.


თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი თორნიკე გოგეშვილის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიება დასრულებულია ედუარდ აბრამიანის ბრალდების საქმეზე, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ატრაქციონზე ბავშვის დაღუპვის საქმეზე სხვა პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ.


გამოძიების ვერსიით, 12 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში ამოვარდნილმა ქარმა საბავშვო ბატუტი მოგლიჯა და რამდენიმე ათეული მეტრით გადააგდო. ბატუტზე მყოფი 9 წლის ბიჭი თავის არეში მიღებული ტრავმით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 13 მარტს შსს-მ დააკავა ატრაქციონის მფლობელი ედუარდ აბრამიანი. რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net