უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისა და მარინკისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე, სადაც გასულ 24 საათში შეტევაზე 46-ჯერ გადავიდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 690 სამხედრო, 2 ტანკი, 6 დრონი, 18 ჯავშანმანქანა და სხვა ტექნიკა.
საომარი მოქმედებების პირობებში ინფორმაციის სხვა წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება შეუძლებელია.
