შუა აზიის ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან 9 მაისის აღლუმს მოსკოვში
ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი და ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი ადასტურებენ თავიანთ დასწრებას აღლუმზე. თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუხამედოვს ჯერჯერობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.
მოსკოვში ასევე ჩავა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.
შარშან 9 მაისს მოსკოვის აღლუმს უცხოეთის არცერთი ლიდერი არ დასწრებია. კრემლმა მაშინ ეს ახსნა იმ გარემოებით, რომ ეს საიუბილეო თარიღი არ იყო.
2021 წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრო ერთადერთი უცხოელი სტუმარი - ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. მაშინ საზეიმო ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა.
