Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

“თბილისს რამდენად სჭირდება მეორე აეროპორტი, თან ისეთ სიახლოვეში რაზეც არის საუბარი, ცოტა უცნაურია, რადგან იქნება კი ამხელა მგზავრთნაკადი?!”

0

საქართველოს მთავრობას თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენება სურს. ამ პროექტის მიმართ მთავრობის ინტერესის შესახებ პრემიერ მინისტრმა 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რა საჭიროება დგას ახალი აეროპორტის აშენების, როცა თბილისში საერთაშორისო დონის აეროპორტი უკვე გვაქვს, ამაზე დამატებით განმარტებები ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ყოფნის დროს გააკეთა.

მინისტრის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს.

საქართველოს მთავრობასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ TAV Georgia-სთან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის გარშემო, კერძოდ, აეროპორტის 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ამჟამად შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდეა მოქმედი. bmg-ს კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ლაშა ხუციშვილის ეს განცხადება ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ იმას, რომ 2027 წლიდან TAV-თან არსებულ ხელშეკრულებაში პირობები შეიცვლება, მინისტრი ადასტურებს, რომ ეს დათქმა ხელშეკრულებაში აღარ იქნება, რადგან მისი შეფასებით, ეს საკმაოდ მძიმე შეზღუდვაა.

არსებული ინფორმაციით, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია განიხილება.

ავიაციის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დედაქალაქთან ახლოს ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტის არსებობის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს.

“თბილისს რამდენად სჭირდება მეორე აეროპორტი, თან ისეთ სიახლოვეში რაზეც არის საუბარი, ცოტა უცნაურია, რადგან იქნება კი ამხელა მგზავრთნაკადი?!

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ თუ მოხდება ახალი აეროპორტის აშენება, იმდენი ხანი აშენდება, რომ 2027 წლისთვის, როდესაც ტავს დაუსრულდება თავისი მოღვაწეობის პერიოდი, უკვე ის მეორე აეროპორტი იქნება“,-აცხადებს ნიკა მანჯგალაძე.

ის, რომ თბილისში არსებულ აეროპორტს სჭირდება გაფართოება, რომ გაცილებით მეტ მგზავრს მოემსახუროს და მოემსახუროს მათ შორის ტრანზიტულ რეისებს, ამის საჭიროებას ხედავს ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი, თუმცა ის თვლის, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არსებული აეროპორტის მოდერნიზებით, რადგან ქალაქთან ახლოს, ორი აეროპორტის არსებობა მისი შეფასებით, გამართლებული არ არის.

„ვაზიანის ტერიტორია მისაღებია, იქ არის სამხედრო აეროდრომი, შესაძლებელია ახალი აეროპორტის მშენებლობა, თუმცა მე რომ მკითხოთ, თბილისის აეროპორტიც თავისუფლად პასუხობს იმ სტანდარტებს, რომ მოხდეს არსებული აეროპორტის  მოდიფიცირება და დახვეწა, იგივე მესამე ასაფრენი ზოლის დამატება, რომელიც მისცემს საშუალებას აქ გაკეთდეს უფრო დახვეწილი აეროპორტი, თანამედროვე სტანდარტების, ვიდრე დღეს არის. წარმოიდგინეთ 15 კილომეტრის რადიუსში ორი აეროპორტის არსებობა, ცოტა აზრს კარგავს“,-აცხადებს იასე ზაუტაშვილი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია „ტავ ჯორჯიას“. “ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. ამ დრომდე კომპანიას საქართველოში რამდენიმე ასეული დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი.

წყარო






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net