Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო - მამუკა ჩხიკვაძის საკითხი გაურკვეველია

0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დადგენილებას ამნისტიის გამოცხადების შესახებ. მათ ეს ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს მიუძღვნეს. -ამის შესახებ ოსური მედია იუწყება. დე ფაქტო პარლამენტის კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ალან გაგლოევის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება და საპატიმროს დატოვებს დაახლოებით 50 პირი, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვისაა მსჯავრდებული.



დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა საკითხზე მომუშავე ე.წ. დეპუტატებს დაავალა მკაფიოდ განსაზღვრონ ამნისტიის უფლებით მოსარგებლე პატიმართა კატეგორიები, რათა ამ საკითხმა დაბნეულობა არ გამოიწვიოს. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა კი ამნისტირებულთა სიის გამოქვეყნებაც მოითხოვა.



რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, სიის დაზუსტება სწორედ ახლა მიმდინარეობს და როგორც კი ამ საკითხზე მუშაობა დასრულდება, ამნისტირებული პირები მაშინვე დატოვებენ საპყრობილეს. ამავე წყაროს ცნობით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო შეწყალების შესახებ ინფორმაცია პირველად აპრილში გავრცელდა - თითქოს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მის შეწყალებას სააღდგომოდ აპირებდა, თუმცა პროცესი მაისისთვის გადაიდო და ჩხიკვაძეს ციხეშიც ურჩიეს, რომ ამნისტიის გამოცემას დალოდებოდა. ეს ინფორმაცია მამუკა ჩხიკვაძემ ბიძას, შმაგი ჭანკვეტაძეს თვითონაც დაუდასტურა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მას მამუკა რამდენჯერმე დაუკავშირდა და გათავისუფლების მოლოდინის შესახებ აცნობა.



„დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ოსურმა მხარემ საიტზე დაიდო ინფორმაცია ამნისტიის გამოცხადების შესახებ და 50 კაცს შეეხებაო, მაგრამ სახელები და გვარები ჯერ არ არის ცნობილი. მამუკასთანაც მქონდა კონტაქტი და ისიც ელოდება გათავისუფლებას. 9 მაისისთვის ველოდებოდით, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ალბათ უფრო ზეგისთვის გაირკვევა", - ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.



27 აპრილს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზეც იმსჯელეს. შეხვედრიდან გამოსულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცხინვალიდან პოზიტიური სიგნალი მიიღო.


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი ჯარისკაცი მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან.



14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.



მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ჩხიკვაძის ცხინვალელმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.



ჩხიკვაძე წელიწად-ნახევარია უკვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება, იქაური კანონმდებლობით პატიმრობის 2 დღე, 3 დღედ ითვლება, ამიტომ გამოდის, რომ ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.



მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის გასამართლებული.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net