Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჰქონდა

0

მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა , – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ თუ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი საქართველოში ელჩის დანიშვნა იქნებოდა.

„სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ იჩენს, სამწუხაროდ, გვაქვს ის, რომ დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი. წინაპირობების დაყენება არ მგონია, რომ სწორი იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა. დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ქოლ-ცენტრების საქმეში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის და დავით არახამიას სავარაუდო კავშირების შესახებ დასმულ კითხვას და ამასთან, პარლამენტში ქოლ – ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს, რომ ოპოზიციამ მეტი სკანდალი შემოიტანოს პოლიტიკაში.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ უნდა, რომ ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ პოლიტიკურად გაიმარჯვოს.

„მე ჩემი ეჭვები გამოვთქვი ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რა მიზანი შეიძლება ყოფილიყო – წარმატებული პროცესი, რაც მიმდინარეობს და რომლის ინიციატორიც არის საქართველოს მხარე, ამ წარმატებულ პროცეს შეექმნას პრობლემები, მოხდეს წინმსწრებად ზედმეტად ჩახედვა საგამოძიებო პროცესში, რა მტკიცებულებები არსებობს ამა თუ იმ ადამიანების წინააღმდეგ, შემდეგ თავი დაიზღვიონ სხვადასხვა ბრალდებისგან.

მეორეს მხრივ, ეს არის ზოგადი ტრენდი, ჩვენს ოპოზიციას გარკვეული საყმაწვილო სახადი აქვს ამ საგამოძიებო კომისიების სახით, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს 12 – პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირებით კანონშემოქმედებით პროცესით. ახლა რატომღაც ყველას უნდა, რომ გახდეს გამომძიებელი და რაღაც საკითხები იძიოს. საბოლოო ჯამში, მიზანი არის ის რომ რაც შეიძლება მეტი სკანდალი შემოიტანონ პოლიტიკაში. თუკი იქნება ნეგატიური პოლიტიკური ფონი და პოლარიზაცია, თავისთავად ევროკავშირს, როდესაც გადაწყვეტილება ექნება მისაღები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს იყოს ნეგატიური გადაწყვეტილება, როგორც ეს იყო გასული წლის ივნისში. ბრიუსელში დადიოდნენ, ატალახებდნენ ოთახების შესასვლელებს, რომ რამენაირად დაერწმუნებინათ პოლიტიკური პარტიები, ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, ერთი მიზეზის გამო, იციან რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება და პროგრესი იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გამარჯვება. არ უნდათ, რომ ქართველმა ხალხმა და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ პოლიტიკურად გაიმარჯვოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net