5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ორ პირს მსჯავრი დაუმძიმა
რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა:
ზაზა ჭაავა - 1 წელი; მურად დევლარიშვილი - 1 წელი; გენო ჰერმანიშვილი - 3 წელი; გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი; თედო ბურდული - 3 წელი.
საქმის ეს კონკრეტული ეპიზოდი ეხებოდა „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის, ასევე "ფორმულის" ფოტოგრაფის, ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ძალადობას.
ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა.
თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
