დღე ისტორიაში – 8 მაისი
ფაქტები
2019 წელს სინგაპურის ხელისუფლებამ მიიღო საკამათო კანონი, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებისა და ყალბი ანგარიშების შექმნისთვის ჯარიმას ან ათწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამას დიდი კრიტიკა მოჰყვა.
1958 წელს პერუში ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვიზიტის დროს სან მარკოსის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რიჩარდ ნიქსონს ქვები დაუშინეს. უყვირეს და ქვეყნიდან წასვლა მოსთხოვეს.
1933 წელს მაჰათმა განდიმ დაიწყო 21-დღიანი მარხვა.
1912 წელს დაარსდა უდიდესი კინოკომპანია Paramount Pictures.
1909 წელს ბრიტანელმა მორბენალმა ჰენრი ბარეტმა ლონდონის პოლიტექნიკურ მარათონზე 2 საათს, 42 წუთსა და 31 წამს გაირბინა მსოფლიო რეკორდული მარათონი.
1877 წელს ვესტმინსტერის ძაღლების პირველი შოუ გაიმართა.
1429 წელს ორლეანზე თითქმის შვიდთვიანი ალყის შემდეგ, ინგლისის ჯარები საბოლოოდ დანებდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ.
ცნობილი გამონათქვამები
“საზოგადოების სულს არაფერი ამჟღავნებს ისე, როგორც ფაქტი, თუ როგორ ეპყრობა იგი თავის შვილებს”, – ნელსონ მანდელა.
“მე მზად ვარ სიკვდილისთვის, რადგან მისი არ მჯერა. ეს ერთი მანქანიდან მეორეში გადაჯდომას ჰგავს”, – ჯონ ლენონი.
წყარო/ფოტო: The Fact Site
