როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიულ ეპიზოდებს
დეპრესიის ყველაზე მავნე ხრიკი არის ის, რომ იგი ჩვენი ნამდვილი ცხოვრებისგან მოწყვეტას ცდილობს და უნდა, რომ საკუთარი თავი, ახლობლები და მეგობრები წაგვართვას. ასეთ დროს, თითქოს ყველაფერი აზრს კარგავს, ამიტომ საჭირო არ არის ყველაფერში მნიშვნელობა, არსი და მიზანი ეძებოთ.
არ შეწყვიტოთ იმის კეთება, რაც ერთ დროს გაბედნიერებდათ, თუნდაც ეს ისეთივე სასიამოვნო აღარ იყოს, როგორც ადრე. დეპრესიის დროს, რამდენად ცუდადაც არ უნდა გრძნობდეთ თავს, ეცადეთ, რომ დარჩეთ აქტიური. ვარჯიში, სიარული, ცეკვა, ცურვა, თუ სხვა ნებისმიერი აქტივობა, რომელიც თქვენს ენერგიას პროდუქტიულად გამოიყენებს, სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.
არ გაექცეთ თქვენს შიშებს, რადგან ისინი არარეალურია. დეპრესია ფუჭი, ნეგატიური, ცუდი ფიქრებისგან ჩნდება, ამიტომ ამ ამბის ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე რთული გადაწყვეტა ისაა, რომ მხოლოდ კარგ რამეებზე იფიქროთ. თუ გრძნობთ, რომ უარყოფითი აზრი მოგდით თავში, უბრალოდ არ დაასრულოთ იგი და მოიშორეთ.
ამ ხნის განმავლობაში იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მოერიდეთ ალკოჰოლს, თამბაქოს, მავნე საკვებს. არ ეცადოთ ყურადღება ამ ყველაფერზე გადაიტანოთ. ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა აუცილებელია გონების და სულის სიჯანსაღისთვის.
წყარო: Health Line ფოტო: Unsplash
