იაპონიის პრემიერ-მინისტრი სეულს სტუმრობს
ბოლო 12 წელიწადის განმავლობაში ეს იაპონიის ლიდერის პირველი ვიზიტია სეულში. მარტში იუნ სოკ იოლი ტოკიოს ეწვია, სადაც ლიდერები შეეცადნენ გასცდენოდნენ ისტორიულ უთანხმოებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გასდევდა ფონად იაპონიისა და სამხრეთი კორეის ურთიერთობას.
სეულში გაფრენამდე კიშიდამ ჟურნალისტებთან გამოთქვა იმედი, რომ გამართავდა "ღია დისკუსიას, რომელიც ურთიერთნდობას დაეფუძნებოდა", თუმცა მას კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრია.
