Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

თინა ხიდაშელი: გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი

0

5%-იანი ბარიერი არის შანსი საქართველოს გადარჩენისთვის, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში 1 ან 2 – კაციანი პარტიები ხვდებიან.

„მადლობას გადავუხდი ხელისუფლებას, თუ ბარიერს არ დაწევს, სრული სერიოზულობით ვამბობ. მე იმ ადამიანებს ვეკუთვნი, რომელიც 5%-იან ბარიერს უყურებს, როგორც შანსს ამ ქვეყნის გადარჩენის. 2020-ში რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ უკიდურესად ჭკვიანურად განხორციელებული სპეცოპერაცია ოპოზიციის წინააღმდეგ, როდესაც მან ზუსტად იცოდა, რომ ერთ კაციანი პარტიები ამ თავიანთ პატარა ამბიციებს ვერ გადალახავდნენ, ვერ გადააბიჯებდნენ, შესაბამისად, მივიღებთ 1-2 კაციან პარტიებს პარლამენტში. ყველას გაუჩნდა განცდა, რომ ბუნებრივი ბარიერის პირობებში თვითონ გახდებოდა პარლამენტის წევრი და დანარჩენის ღელვა აღარ ჰქონდა. ეს იყო კატასტროფა, ხოლო 5%-იანი ბარიერი არის შანსი საქართველოს გადარჩენისთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, 2024 წლის არჩევნებში წარმატების ფორმულა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თანამშრომლობა იქნება, რაც მიზიდულობის ცენტრს შექმნის სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის.

„მე ჩემი ფორმულაც კი მაქვს, რა უზრუნველყოფს საქართველოში „ქართული ოცნების“ დამთავრებას და ოპოზიციურ ფლანგზე რეალურ წარმატებას. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი და ამ შემთხვევაში ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომ 2024 წელს გავძვრეთ და გადავრჩეთ, სხვა შემთხვევაში მე გარწმუნებთ, რომ ან 2 პარტია გვეყოლება პარლამენტში, ან უფრო მაღალი ალბათობით 3, მესამე იქნება რუსული პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, თინა ხიდაშელმა გადაცემაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “ქოლ-ცენტრებთან” დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონოდა.

„ოპონენტის შანტაჟი სისხლის სამართლის საქმეებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებათა ყოფილის და დღევანდლის ხელწერად იქცა, ამიტომ არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს კონკრეტული ამბავიც ამ მიზნებით არ იქნება გამოყენებული. ჩვენ არჩევნებამდე წელიწად ნახევარი გვაშორებს და უკვე ვხედავთ ძალიან კონკრეტულ ხაზს – კრიტიკული მედია საშუალებები წარმომადგენლები დასდევენ იმ “ქოლ-ცენტრებს”, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები ან ყოფილი წარმომადგენლების კვალი იკვეთება, ხოლო ხელისუფლება ყოველ კვირას ხსნის მორიგ საქმეს, ან გვამცნობს გამოძიების მიმდინარეობაზე მორიგ საქმეზე, სადაც ფიგურირებს მათთან პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფის წარმომადგენლები და ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას ბევრი საქმე აქვს, ეს საქმეები რაღაც წესრიგის მიხედვით დალაგებული აქვს და პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად საზოგადოება ნელ-ნელა, „პორცია-პორცია“ გაიგებს ამ ამბების შესახებ. ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შეუძლებელია ეს სუს-ს არ სცოდნოდა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net