კრემლის პროპაგანდისტი და ომის მხარდამჭერი მომღერალი ვარია მაქსიმა საქართველოში “საავტორო ტურს” აწყობს
მომღერალი და ბლოგერი იაკუტიიდან, ვარია მაქსიმა საქართველოში „საავტორო ტურის“ მოწყობას გეგმავს სახელწოფებით Гамарджоба, Грузия (გამარჯობა, საქართველო). ამის შესახებ Эхо Кавказа-ს იაკუტიაში მცხოვრებმა, ანტისაომარი განწყობების მქონე აქტივისტმა აიხალ ამოსოვმა აცნობა, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული რუსული ჯარის „დისკრედიტაციისთვის“ ბრალდებით.
როგორც მან „ეხო კავკაზას“ განუცხადა, ვარია მაქსიმა ცნობილია რუსეთის რეჟიმის პოლიტიკის მხარდაჭერით.
„ის ერთ-ერთი პროპაგანდისტია, რომელიც სახას რესპუბლიკაში (იაკუტია) ეწეოდა პროპაგანდას, გამოდიოდა „Z-კონცერტებზე” და იაკუტიელ კაცებს ომში წასვლისკენ მოუწოდებდა“, – ამბობს აიხალ ამოსოვი. მისივე ცნობით, ის მონაწილეობას იღებდა უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ კონცერტებში.
„ეს საქველმოქმედო კონცერტებია, რომლიდან მიღებული შემოსავალიც ხმარდებოდა რუსული არმიის დაფინანსებას“, – აღნიშნავს აქტივისტი.
მომღერლის ინსტაგრამის გვერდის მიხედვით, ტური 6-12 მაისს არის დაგეგმილი, მისი მონაწილეები საქართველოსკენ ვლადიკავკაზიდან წამოვლენ და 5 ქალაქს მოინახულებენ, მათ შორის, ყაზბეგს, კახეთსა და ბორჯომს.
