Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა

0

პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ 2022 წელს 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა. ინფორმაცია 2023 წლის 30 მარტს გამოქვეყნებულ მის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

დოკუმენტის ბოლო სექციაში, სადაც ასახულია ის ხარჯები, რომლებიც 5 000 ლარს აღემატება და დეკლარაციის სხვა ფურცლებზე არაა მითითებული, აღნიშნულია, რომ ინჯიამ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, 30 დეკემბრამდე პერიოდში, ვერტმფრენის შესაძენად 186 075 ევრო გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, ინჯიამ 2022 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით საქართველოს პარლამენტიდან 57 703.08 ლარი მიიღო, რაც თვეში 4 808.59 ლარს უდრის.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი და მისი ოჯახი ფლობს დიდძალ მოძრავ თუ უძრავ ქონებას. მათ ასევე აქვთ წილები სხვადასხვა კომპანიაში, ფლობენ აქციებსა და ობლიგაციებს.

დოკუმენტში ასახულია, რომ ფრიდონ ინჯიამ სხვადასხვა დროს შეიძინა 3 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ღირებულებაც 200 000 ლარიდან 113 600 ევრომდეა.

დეკლარაციის მიხედვით, მსუბუქ ავტომობილს ფლობს მისი მეუღლე, ლალი რუხიაც. დოკუმენტში 11 500 ლარის ღირებულების ცეცხლსასროლი იარაღი კი ნაჩუქარ ნივთადაა გაფორმებული.

უძრავი ქონება

დეკლარაციის დოკუმენტის პირველი 9 გვერდი შევსებულია იმ უძრავი ქონების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების სიით, რომელსაც ფრიდონ ინჯია და მისი მეუღლე სრულად ან ნაწილობრივ ფლობენ. ოჯახი დიდძალ ქონებას ფლობს როგორც ლარში, ასევე დოლარშიც.

ჯამში ფრიდონ ინჯია და მისი მეუღლე საქართველოს ტერიტორიაზე 1.181 მილიონი ლარის და 900 000-მდე დოლარის ღირებულების უძრავი ქონების 100%-ს ფლობენ.

იმ უძრავი ქონების ღირებულება რომლის 100%-საც ფრიდონ ინჯია ფლობს 703 575 ლარს შეადგენს.

ის პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე შენობის 45%-ის მფლობელიცაა, რომლის სრული ღირებულებაც 2 086 929 – ლარს შეადგენს და საერთო ფართობი 16 725 კვ.მ-ია.

დეპუტატი ასევე 822 400 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებასა და მიწის ნაკვეთების სრული მფლობელია.

მისი ცოლის ლალი რუხაიას სახელზე კი 478 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების 100% არის გაფორმებული, რაც შეეხება დოლარში არსებულ უძრავ ქონებას, ლალი რუხაიას სახელზე არსებული უძრავი ქონების ღირებულება 69 400 დოლარის შეადგენს.

ცნობისათვის, ფრიდონ ინჯიამ 2 მაისს განაცხადა, რომ “ლგბტ პროპაგანდა” უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებასაც გეგმავს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net