Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

0
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „7-8 მარტის აქციების" საქმეზე ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი. მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სანაცვლოდ, გირაოს (20 000 ლარი) გამოყენების შესახებ.


ლაზარე გრიგორიადისმა პროცესზე დუმილი დაარღვია. „დაკავებამდე, ერთი თვის განმავლობაში მიმალვა რომ მდომებოდა, მივიმალებოდი. დაკავების დროს იგივე ტანსაცმელი მეცვა, რაც აქციებზე", - თქვა სასამართლო პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა.


ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა სრულიად უსაფუძვლოდ. „დასაბუთება იყო სრულიად შაბლონური. ერთი და იგივე არგუმენტაციით, რაც ჰქონდა თავდაპირველად, ფაქტობრივად, დაზეპირებულად იყო გამეორებული დღესაც. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი“.




პროკურორმა თამარ იაკობიძემ უპასუხა დაცვის მხარის იმ არგუმენტს, რომელიც ეხებოდა ანალოგიურ საქმეებზე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას.


„ადვოკატები უთითებდნენ სასამართლო პროცესზე, რომ ანალოგიური ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სხვა პირებს. აღნიშნულს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომელშიც წერია, შავით თეთრზე, რომ არცერთ ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი არ აქვს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე", - განმარტა პროკურორმა.


აღკვეთის ღონისძიების საკითხის გარდა, წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე.




პროცესის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა განაცხადა, რომ მოელოდა სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას. „მე მგონი, რომ მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება ცოტა ხანში... ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“, - თქვა ბექა გრიგორიადისმა.


ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




„7-8 მარტის აქციების" საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, თორნიკე აკოფაშვილის პროცესი კი 15 აპრილს გაიმართება. სასამართლოს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. თორნიკე აკოფაშვილს 3000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალად ედება საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net